Sunday, May 3, 2015

ჩემი პროექტის პორტფოლიო


დასრულდა ტრენინგი --- ,,პროექტებით სწავლება". მომეცა შესაძლებლობა მესწავლა ის რაც ასე ძალიან მაინტერესებდა. დღეს ბლოგზე ავტვირთე ჩემი 9 დღის ნამოღვაწარი. მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს და ტრენერს ამ შესაძლებლობისთვის. ამ ტრენინგზე განხორციელებული აქტივობები დამეხმარება პროფესიულ წინსვლაში, რაც უდავოდ გამოადგებათ ჩემს მოსწავლეებს თანამედროვე სამყაროში ადგილის დამკვიდრებასა და თვითრეალიზაციაში.

Saturday, May 2, 2015

აქტიური და ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე. უფრო მეტად დავუახლოვდი და გავიგე რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლის ნაშრომები პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის. ტრენინგი დასარულს უახლოვდება. დღეს გავეცანი ფასილიტაციის ნიმუშებს.უკვე შევავსე პროექტის გეგმაც.თითქმის ყველა მასალა მზადაა. მარტივად და გსაგებად მიმდინარეობს ტრენინგი. მადლობა ტრენერს და ტრენინგის ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის. ეს არის შეძენილი ცოდნა, რომელიც გამომადგება სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებაში.

Saturday, April 25, 2015

ტრენინგის მე-6 დღეც დასრულდა. აქტიური და ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღეც. უფრო მეტად დავუახლოვდი და გავიგე რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლის ნაშრომები პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.

Sunday, April 19, 2015

 საინტერესოდ მიმდინარეობდა ტრენინგის მე-5 დღე, გავეცანით საავტორო უფლებებს. ვისაუბრეთ უკუკავშირებზე. გავეცანით დაწყვილების მაგალითებს .განვახორციელეთ უკუკავშირის სიმულაციები წყვილებში.უკუკავშირის მიცემით უკეთესად დავინახეთ რამდენად სწორად უნდა ჩამოვაყალიბო კითხვები პროექტის მიმართ.

Saturday, April 18, 2015

დღე იყო საინტერესო და დატვირთული.გავაკეთეთ შეფასების გეგმა.ვიმსჯელეთ და გავეცანით შეფასების სტრატეგიებს და მეთოდებს,ინსტრუმენტებს.
 შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს მუშაობის პროცესში როგორც მოსწავლისათვის ასევე მასწავლებლისთვის რათა სასწავლო პროცესი იყოს წარმატებული და პროგრესირებადი.
კოლეგები აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას  პროექტების დაგეგმვაში და მაქსიმალურა ვეხმარებოდით ერთმანეთის შეფასების ინსტრუმენტების შერჩევაში.


Sunday, April 12, 2015

დავიწყეთ პროექტებით სწავლება.  ვეთანხმები პროექტებით სწავლების დიდი მნიშვნელობას. ის ხელს უწყობს  მაღალი სააზროვნო დონეების განსავითარებას. იზრდება მოსწავლის მოტივაცია და დამოუკიდებლობა. უკვე გავიაზრე  რა თანმიმდევრობით უნდა შევუდგე მუშაობას. ავირჩიე თემა, შევიმუშავე მოკლე შინაარსი. გადავხედე ესგ-სტანდარტებს და 21-ე საუკუნის უნარებს. ავირჩიე ის პუნქტები რაზედაც უნდა გავიდეს ჩემი პროექტი. გავამზადე პუბლიკაცია, უკეთ დავსახე პროექტის სცენარი მიზნები და 21-ე საუკუნის უნარები. . ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. პედაგოგები ძალიან ვეხმარებოდით ერთმანეთს.. დავიწყე გეგმის დაწერა და პროექტის პრეზენტაციაც დავიწყე, პროცესი ჩემი აზრით  უკვე საინტერესოდ მიდის.